პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში გაემგზავრა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არიან
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
