წყალმომარაგების შეზღუდვა
დღეს 19:00 საათიდან 22 დეკემბრის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ჭავაჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, ჟვანიას, ყიფშიძის, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის ნაწილს, კოსტავას, ზემო ვეძისის, საირმის გორას, ბახტრიონის და მიმდებარე ქუჩებს, ასევე მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირებს, ზუბალაშვილის, პუშკინის და მიმდებარე ქუჩებს. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე ჯივიპი მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
