მოძრაობა "თალიბანმა" ავღანეთში ქალებს უნივერსიტეტში სწავლა აუკრძალა
მოძრაობა თალიბანმა ავღანეთში ქალებს უნივერსიტეტში სწავლა აუკრძალა. განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უმაღლეს განათლებაზე წვდომის შეზღუდვა ძალაში დაუყოვნებლივ შედის. ქაბულში მცირემასშტაბიანი დემონსტრაცია გაიმართა, თუმცა მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლებმა აქცია მალევე დაშალეს. შეშფოთება უკვე გამოთქვა გაერომ. განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვა ქალების უფლებებს უხეშად არღვევს.
