3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით, უქმე დღეები გამოცხადდა
3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით, უქმე დღეები გამოცხადდა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულებს ეხება. დადგენილებას ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ და სისტემაში შემავალ სამსახურებს და მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.
