23 დეკემბერს, 19:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე საახალწლო სოფელი გაიხსნება
23 დეკემბერს, 19:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე საახალწლო სოფელი გაიხსნება. 15 იანვრამდე ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ღონისძიება და კონცერტი გაიმართება. ტრადიციულად, „საახალწლო სოფელში“ მოქალაქეებს საშობაო ბაზრობა, ტკბილეულის ფესტივალი და მრავალფეროვანი კვების ობიექტები უმასპინძლებს. მოეწყობა საბავშვო-გასართობი წარმოდგენები და ზღაპრის გმირების მსვლელობები.
