ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტი აღარ აშენდება
ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტი აღარ აშენდება, ტერიტორია კი მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა. მერიამ კომპანიასთან მოლაპარაკებები დაასრულა. გიგი უგულავას მერობის დროს გაცემული ნებართვის გაუქმება, თბილისის მერიას ორი მილიონ რვაასი ათასი დოლარი დაუჯდა. ახლა მუშაობა ტერიტორიის მოწესრიგებასა და პროექტის შემუშავებაზე დაიწყება.
სიუჟეტის ავტორი: მანანა გაბელია-22-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
