სააკაშვილის მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა- განმარტებები პენიტენციური სამსახურის, სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გააკეთა
მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა- განმარტებები პენიტენციური სამსახურის, სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გააკეთა. მალხაზ ურთმელიძის განცხადებით, „ემპათიის“ მიერ მომზადებულ სამედიცინო დასკვნაში ნახსენები ნივთიერებები, რომლებიც ყველა ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა დოზით არსებობს, სააკაშვილის შემთხვევაში, დასაშვებ ნორმაზე ბევრად დაბალია. ურთმელიძე ამბობს რომ გამოქვეყნებული დასკვა მსჯავრდებულის მდგომარეობის შესახებ არასწორი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას ემსახურება. სააკაშვილის უფლებადამცველი კი ირწმუნება, რომ მათი მხრიდან „მოწამვლის შესახებ საუბარი არ ყოფილა. თავად მიხეილ სააკაშვილი, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე, ამ დრომდე უარს ამბობს.
