რა სურთ არასამთავროებს - სკანდალური აღიარება
უნებლიე აღიარება - იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატი კახა წიქარიშვილი ამბობს, რომ სასამართლოში საკანონმდებლო დონეზე ყველაფერი წესრიგშია, არასამთავრობო სექტორის გარკვეული ნაწილი კი კონკრეტულ ადამიანებს კონკრეტული ინტერესების გამო უტევს. წიქარიშვილი თავად არასამთავრობოების სახელით საუბრობს და ხშირად გაუკრიტიკებია არსებული მართლმსაჯულების სისტემა, თუმცა დეპუტატებთან გასაუბრებაზე საპირისპირო თქვა. მმართველი გუნდისთვის კანდიდატის სიტყვები კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ სასამართლო სისტემაზე თავდასხმა გარკვეული ჯგუფებისგან საფუძველს მოკლებულია და მხოლოდ პოლიტიკურ სპეკულაციებს უკაბშირდება. მეგი ნარსავიძის სიუჟეტი.
