პოლიტიკური სპეკულაცია სააკაშვილის ჯანმრთელობით
მორიგი ტყუილი სააკაშვილის მხარდამჭერებისგან - გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს პატიმარი მოწამლეს, სიცრუეა. ამას პენიტენციური სამსახურის, სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს. რაც შეეხება ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგებს, რომელიც „ემპათიამ“ გამოაქვეყნა, პენიტენციურ სამსახურში აღნიშნავენ, რომ ის მსჯავრდებულის მდგომარეობის შესახებ არასწორი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას ემსახურება და მიმართულია სახელმწიფოს ინტერესების დასაზიანებლად. რადიკალებისა და მათი მედიასაშუალებების მხრიდან სიტუაციის ხელოვნურად დამძიმება სასამართლო განხილვის წინ, დაძაბულობის შექმნის კიდევ ერთი მცდელობაა. და ეს იმ ფონზე ხდება, როცა თავად სააკაშვილი სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე ამ დრომდე უარს ამბობს. მაკა აბულაძის რეპორტაჟი.
