საქართველოს ახალი ელჩი არგენტინაში
არგენტინაში საქართველოს ახალი ელჩი ჰყავს, დიპლომატიურ წარმომადგენლობას გურამ ხანდამიშვილი უხელმძღვანელებს. ახლად დანიშნულ ელჩს პრემიერი შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. საუბარი შეეხო საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის ორმხრივ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.
