მასშტაბური სპეცოპერაცია - დაკავებული ნარკორეალიზატორები
მასშტაბური სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში პოლიციამ 62-ი ადამიანი, მათ შორის 46 ნარკორეალიზატორი დააპატიმრა. ნაწილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ბრალდებულთა შორის არიან ის ადამიანებიც, რომლებსაც ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებები სხვადასხვა უკანონო გზით შემოჰქონდათ. დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. მარიამ ქართველიშვილის რეპორტაჟი.
