სახელმწიფო 21 მილიონ ევროდ სამ შვეულმფრენს ყიდულობს
ახალი მრავალფუნქციური შვეულმფრენები საქართველოს საჰაერო ძალებში - სახელმწიფო ფრანგული „ეარბას ჰელიკოპტერსისგან" სამ საფრენ აპარატს შეიძენს. პროექტის ღირებულება 21 მილიონი ევროა. ეს მაშინ, როცა სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სუპერ პუმა, რომელიც მხოლოდ დღევანდელი პატიმრის მაშინდელი კომფორტისთვის იყო განკუთვნილი, სახელმწიფოს 20 მილიონი დაუჯდა. ახალი ეიჩ-145 ტიპის შვეულფრენები სასაზღვრო პოლიციას გადაეცემა და გამოყენებულ იქნება როგორც პოლიციური, სატრანსპორტო, ასევე სამძებრო და სამაშველო ოპერაციებისთვის. სააკაშვილის რეჟიმის დროს შესყიდულ, მაღალი თანამდებობის პირებისთვის განკუთვნილ გამოუსადეგარ სუპერ პუმას კი ფრანგულ მხარეს გადავცემთ. ამით ხუთ მილიონ ნახევარი ევრო დაიზოგება. უფრო მეტს თამარ შარიქაძის რეპორტაჟიდან გავიგებთ.