შეხვედრა სტუდენტებთან
ჯაბა სამუშიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტებს სახელმწიფო სტიპენდია მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სტუდენტებს ახალ საცხოვრებელთან დაკავშირებული სიახლეები გააცნო და პროცესში მათი ჩართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც ჯაბა სამუშიამ განაცხადა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა ერთ-ერთი ობიექტი, სადაც ექსპერტების შესაბამისი დასკვნის შემთხვევაში თანამედროვე სტანდარტების, 400 სტუდენტისთვის განკუთვნილი საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყება.
