ეროვნული ბანკი ვახტანგ გორგასლის საკოლექციო მონეტების გამოშვებას იწყებს
ეროვნული ბანკი ვახტანგ გორგასლის საკოლექციო მონეტების გამოშვებას იწყებს. მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მეფის გამოსახულება, რომელიც შექმნილია მხატვარ გიორგი გეგეჭკორის ფერწერული ნამუშევრის მიხედვით. ხოლო მონეტის უკანა ფონზე წარმოდგენილია თბილისი, კერძოდ, მეტეხის მიმდებარე ტერიტორიის ილუსტრაცია. 20 დეკემბრიდან გაიყიდება 5 ლარის ნომინალის მონეტები. ოქროს მონეტის ფასი 1 380 ლარია და მათი შეძენა საქართველოს ეროვნულ ბანკში გარკვეული პირობებით იქნება შესაძლებელი.
