ბათუმში მომხდარ ინციდენტზე ერთი პირი დააკავეს
9 სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ბათუმში, ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი კირთაძის მიმართ, პოლიტიკური ნიშნით დევნისა და ძალადობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა. დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება. დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემთხვევა გუშინ ბათუმში მოხდა. მოქალაქემ, რომელიც უკვე დაკავებულია, კირთაძეს პირდაპირ ეთერში კვერცხები ესროლა. იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.
