სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ცალკეული მედიასაშუალებებით მიხეილ სააკაშვილის შესახებ ცენტრ „ემპათიის“ მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროებას ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოქვეყნება მიზნად ისახავდა სიტუაციის ისე წარმოჩენას, თითქოს მსჯავრდებული სააკაშვილი მოწამლულია. პენიტენციური სამსახურის შეფასებით ვითარების ხელოვნურად დამძიმება მიზნად ისახვს სასამართლოზე ზემოქმედებას. ვრცელ განცხადებაში მოყვანილია სააკაშვილის ადვოკატების განცხადებები მისი სავარაუდო მოწამვლის შესახებ, რაც მოგვიანებით თავად მიხეილ სააკაშვილმა უარყო. ასევე აღნიშნულია, რომ 24 ნოემბერს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის კვლევის ჩატარებაზე მსჯავრდებულმა უარი განაცხდა, რაც უწყების შეფასებით კიდევ ერთხელ ცხადყოფს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მცდელობას.
