ზელენსკის მიმართვა საქართველოს მთავრობას
ვოლოდიმერ ზელენსკი სააკაშვილის უკრაინაში, სხვა ევროპულ ქვეყანაში ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით საქართველოს მთავრობას და მოსახლეობას მიმართავს.უკრაინის პრეზიდენტის ეს განცხადება უკვე შეფასდა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ არც ერთ იმ კრიტიკულ შეფასებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საპატიმრო უფლებებთან დაკავშირებით ისმის, საფუძველი არ გააჩნია. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტი გარკვეულ პასუხისმგებლობას გრძნობს. რაც შეეხებათ სააკაშვილის გუნდის წევრებს, ნაციონალურ მოძრაობაში ახლა ზელენსკის მოწოდების საპასუხოდ, მათთვის მოსაწონი ნაბიჯის გადადგმას ელოდებიან ქართული ოცნების მხრიდან.
