ხანძარი ბათუმში - სამართალდამცველები რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ
ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანება ან განადგურება - სწორედ ამ მუხლით მიმდინარეობს ბათუმში, რესტორან „ვოქსში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება. სამართალდამცველები რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ. რესტორანი ერთი თვეა არ ფუნქციონირებდა და იჯარით იყო გაცემული. ხანძარი ღამით გაჩნდა. შემთხვევის შედეგად საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.
სიუჟეტის ავტორი: დაჯი ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
