შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტი
ეპოქალური მნიშვნელობა ქვეყნისთვის - ასე აფასებენ თბილისში შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტს. ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში ევროკომისიის პრეზიდენტის, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით გაფორმებული სტრატეგული თანამშრომლობის შეთანხმება, უკვე შეფასდა როგორც ქვეყნის ენერგეტიკისა და ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯი. პროექტმა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა, ევროინტეგრაციის წარმატებით დასრულება და საქართველოს ენერგოჰაბად გადაქცევა უნდა უზრუნველყოს.
სიუჟეტის ავტორი: ნუცა ტრაპაიძე-14-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
