საგარეო ვაჭრობა
საქსტატი ადგილობრივი ექსპორტის 11 თვის შედეგებს აქვეყნებს. იანვარ - ნოემბრის მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ საგარეო ვაჭრობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21 პროცენტზე მეტით გაიზარდა. ექსპორტის მნიშვნელოვანი წილი სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებზე, ფეროშენადნობებსა და აზოტოვან სასუქებზე მოდის. მესამე კვარტლის მიხედვით, გაზრდილია მთლიანი შიდა პროდუქტიც.
