ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ
როგორც ის აღნიშნავს, უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და კვერცხები დაუშინა. გიორგი კირთაძის თქმით, თავდასხმა მის წინააღმდეგ ორგანიზებული იყო. ინციდენტი ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ადგილზე იყვნენ სამართალდამცველები, რომლებმაც ორი პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
