საქართველოს გამარჯვება ჰააგაში
ჰააგის სასამართლოში 2008 წლის ომის საქმეზე საქართველოს საერთაშორისო გამარჯვება და რუსეთის მარცხი, ქვეყნის შიგნით ამჯერადაც ვერ აღმოჩნდა პოლიტიკურ ძალებს შორის გაერთიანების საფუძველი. "ნაციონალური მოძრაობ"ა ამ რეზონანსულ საქმეს განსხვავებულად კითხულობს და ამტკიცებს, რომ სასამართლო იკვლევდა არა ომის დანაშაულს, არამედ იმას, თუ რომელმა მხარემ დაიწყო ომი. რაც შეეხება შეკითხვას, თუ რატომ დაუჭირა ყოფილმა სახელისუფლებო გუნდმა ომიდან ორ თვეში, მხარი ქვეყნისთვის საზიანო რეზოლუციას, რომლის მე-11 პუნქტიც ქართველ სამხედროებს ეხებოდა, "ნაციონალურ მოძრაობაში" საუბარი არ სურთ. მართველი უნდი კი, სააკაშვილის პარტიის მოღალატეობრივ ქმედებებსა და პოლიტიკურ ამორალურობაზე საუბრობს.
