ჰააგის სასამართლოში 2008 წლის ომის საქმეზე საქართველოს საერთაშორისო გამარჯვება და რუსეთის მარცხი
ჰააგის სასამართლოში 2008 წლის ომის საქმეზე საქართველოს საერთაშორისო გამარჯვება და რუსეთის მარცხი - ქვეყნის შიგნით ამჯერადაც ვერ აღმოჩნდა პოლიტიკურ ძალებს შორის გაერთიანების საფუძველი. "ნაციონალური მოძრაობა" ამ რეზონანსულ საქმეს განსხვავებულად კითხულობს და ამტკიცებენ, რომ სასამართლო იკვლევდა არა ომის დანაშაულს, არამედ იმას, თუ რომელმა მხარემ დაიწყო ომი. რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ დაუჭირა ყოფილმა სახელისუფლებო გუნდმა ომიდან ორ თვეში მხარი ქვეყნისთვის საზიანო რეზოლუციას, ამაზე "ნაცმოძრაობაში" საუბარი არ სურთ. ამ განსხვავებული შეფასების პარალელურად, პარლამენტში დეპუტატების უმრავლესობა ჰააგის გადაწყვეტილებას ქვეყნის გამარჯვებად აფასებს.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
