2022 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული არგენტინის ნაკრები გახდა
ფინალის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 3-3 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი არგენტინელებმა ფრანგები 4-2 დაამარცხეს. გამარჯვებულებს შორის დუბლი ლიონელ მესიმ შეასრულა, ერთი გოლი კი ანხელ დი მარიას ანგარიშზეა. საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში სამივე ბურთი კილიან მბაპემ გაიტანა. მბაპე 8 გოლით მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. საუკეთესო მეკარისთის და ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის დაწესებული პრიზები არგენტინელებმა ემილიანო მარტინესმა და ენცო ფერნანდესმა მიიღეს. არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
