საქართველოს გამარჯვება ჰააგაში
საქართველომ რუსეთს სამართლებრივი ომი, სტრასბურგის შემდეგ, ჰააგაში მოუგო. ჰააგის გამოძიებით დადგინდა, რომ ქართულ მხარეს 2008 წლის ომში, ომის დანაშაულები არ ჩაუდენია. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება დაასრულა, მანამდე კი, დაკავების ორდერი საოკუპაციო რეჟიმის სამ მაღალჩინოსანზე გასცა. უმაღლესმა საერთშორისო ინსტანციამ დაადგინა, რომ ე.წ.- ლი სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, საქართველოს განუყოფელი ნაწილია და რუსეთის მიერ არის ოკუპირებული , ამასთან სამართლებრივად დამტკიცდა რომ რუსეთი ქართველების ეთნოწმენდას ახორციელებდა, დეფინიცია-ოკუპანტი რუსეთი, პირველად სამართლებრივად საერთაშორისო დონეზე დამტკიცდა .
