პრემიერ მინისტრმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა
ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის დიდ სინაგოგაში ხანუქას დღესასწაულზე სიტყვით გამოვიდა და ქართველი და ებრაელი ხალხის საუკუნოვან ურთიერთობაზე გაამხვილა ყურადღება. ხანუქას დღესასწაულს ებრაელები მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ .
