ტექინსპექტირების მორიგი ეტაპი
ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველსაყოფად თავად ადამიანებმა საკუთარ თავს უამრავი ბარეირი შევუქმენით, მაგრამ სუფთა გარემო და ეკოლოგია ეს ის ოქროს სტანდარტი და ზღვარია, რომლის დაცვაც ჩვენი ჯანმრთელობის პირდაპირპროპორციულია. ამიტომ თუ არ გვსურს, რომ ბუნებამ, მისთვის შექმნილი დისკომფორტი ბუმერანგის პრინციპით უკან დაგვიბრუნოს, სჯობს თავად ვიზრუნოთ პრინციპულ საკითხებზე. ერთ-ერთი ასეთი პრინციპული საკითხია გარემოს დაცვა გამონაბოლქვისგან, ამ პრობლემის უდიდესი ნაწილი სწორედ მასზე მოდის. ტექდათვალიერება არის მექანიზმი, რომელმაც გარემოს დაბინძურების რისკები მნიშვნელოვნად უნდა შეზღუდოს, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ რიგი ადამიანები აქაც კი ეძებენ დროებით და არაკეთისლსინდისიერ გამოსავალს, რაც საბოლოო ჯამში გლობალურად უფრო მეტი ზიანის მომტანია მათთვის, ვიდრე კონკრეტული ხარჯი. ტექდათვალიერება თითქმის ყოველწლიურად მკაცრდება, გამონაკლისი არც მომავალი წელი იქნება და კონკრეტული შეზღუდვა ავტომობილის გამონაბოლქვში ცე-ოს დასაშვებ ზედა ზღვარს შეეხება. რა უნდა ვიცოდეთ ავტომანქანის მფლობელებმა, რომ 2023 წლის პირველი იანვრიდან ჯარიმები არ მოგვივიდეს, ანუკი ჩხიკვაძე გვიამბობს.
