„ქართულმა ოცნებამ“ „ნაცმოძრაობა“ კიდევ ერთხელ ამხილა
ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ საქართველოს სიტუაციის ფარგლებში სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით საქმე დაასრულა. ამ ინფორმაციის შემდეგ, ნაციონალურმა მოძრაობამ ეს გადაწყვეტილება, როგორც საკუთარ, ისე ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის გამარჯვებად გამოაცხადა. ამას მოჰვა თავად სააკაშვილის მორიგი წერილი კლინიკა ვივამედიდან. რატომ ითვლის ამ საქმეს სააკაშვილი პირად აქტივად, ხელისუფლებისთვის გაუგებარია, რომელიც მიმდინარე თემას კონკრეტული სისიხლის სამართლის საქმეებით პასუხობს, რომელზეც საერთაშორისო სასამართლოებმა სწორედ მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საქართველო გაამართლეს. ხელისუფლების განცხადებით, არსებობს ევროსაბჭოს 2008 წლის რეზოლუცია, რომელიც აგვისტოს ომიდან ორ თვეში იქნა მიღებული, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მიერაა ხელმოწერილი და სადაც რუსეთის, ასევე საქართველოს მხირადან ომის დანაშაულის შესაძლო ჩადენაზეა საუბარი. ხელისუფლება აცხადებს, რომ სწორედ ეს დოკუმენტია იმის მტკიცებულება, თუ რა დამოკიდებულებ ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას ომთან დაკავშირებით. საბა ხვიჩია გვიამბობს ამ თემის დეტალებს.
