სტრატეგიული შეთანხმება ოთხ სახელმწიფოს შორის
ენერგო-ხიდი შავ ზღვაზე, ეს არის შესაძლებლობის ხიდი ევროპისთვის და სამხრეთ კავკასიისთვის ერთდროულად. წლების წინ საქართველოს ინიციატივით შექმნილი მწვანე ენერგიის პროექტი დღეს უკვე ხელმოწერილია და მისი რეალიზება მხოლოდ დროის საქმეა. ეს არის პროექტი, რომელიც თავისი დანიშნულებით ზუსტად ისეთივე წონისაა, როგორც ბაქო-ჯეიჰანის სტრატეგიული მილსადენი. დღეს ბუქარესტში აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის ლიდერებმა ეს ისტორიული შეთანხმება გააფორმეს. ამ შეთანხმების შედეგად, ევროკავშირი რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებისგან კიდევ უფრო თავისუფლდება, საქართველო კი გარდა იმისა, რომ პროექტის საკვანძო სრულიად ახალ როლს ითავებს, უფრო მეტად შეძლებს ევროინტეგრირებას. ის, რომ ბუქარესტის შეხვედრა ახალი რეალობის ასპარეზია, ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ მას უშუალოდ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ესწრებოდა. ბუქარესტში იმყოფება ქეთი ქარდავაც, რომელიც ჩაგვერთვება და გვიამბობს, შეხვედრაზე, სადაც შავი ზღვის ორი სანაპიროს დაკავშირებას ჩაეყარა საფუძველი.