„ოთხი ქალი, ოთხი რეალობა“
„ოთხი ქალი, ოთხი რეალობა“ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის დროებითი საგამოფენო დარბაზი 18-ი დეკემბრიდან ახალ გამოფენას უმასპინძლებს. ექსპოზიცია გასხვავებული ხედვის მქონე არტისტების ნამუშევრებს აერთიანებს. გამოფენასთან ერთად, მუზეუმში ამავე საღამოს კლასიკური მუსიკაც აჟღერდება. ელისო ვირსალაძის მუსიკალური ცენტრი და ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ერთობლივად წარმოადგენენ კონცერტების სერიას „კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“.
