ახალი რეკრეაციული სივრცე
რუსთავში კიდევ ერთი ახალი შიდა საუბნო რეკრეაციული სივრცე გაიხსნა. მესხიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსებთან, მულტი ფუნქციური სკვერი მოსახლეობის თხოვნით მოეწყო. გაკეთდა საფეხმავლო ბილიკები, მწვანე სივრცეები, სარწყავი სისტემა, დასასვენებელი ზონები, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, საბავშვო ატრაქციონები და სპორტულ გამაჯანსაღებელი კუთხე. ვანდალიზმის თავიდან არიდების მიზნით, სკვერში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერებიც.