ინფრასტრუქტურული სამუშაოები
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა. დასკვნით ეტაპზეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე მრავალ ბინიანი საცხოვრებელი სახლის გარე ფასადისა და სადარბაზოს კეთილმოწყობა. ასევე, მიმდინარეობს სოფელ ჯუმათში მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. აქტიურ ფაზაშია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ შუხუთიდან სოფელ გაგურის ცენტრამდე 8 კილომეტრიანი გზის მოწყობა.
