შეხვედრა ფერმერებთან
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ბათუმში ორგანული აკვა კულტურის განვითარების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოში აკვა კულტურის სექტორში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებისა და თევზის წარმოების მდგრადობის გაზრდის მიზნით განსახორციელებელ ნაბიჯებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო თევზის დაავადებების კვლევის ლაბორატორიული კომპონენტის გაძლიერების საკითხს.
