ომი უკრაინაში
რუსული აგრესია ისევ უკრაინის ენერგო სისტემაზეა მიმართული. სარაკეტო იერიშების სამიზნეში მოექცა კიევიც, რის გამოც დედაქალაქში იძულებული გახდნენ ელექტრო ენერგია გაეთიშათ. საოკუპაციო ძალების მიერ ღამით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ხარკოვი ელექტრო ენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშე დარჩა. საავიაციო იერიშების მოგერიება მოუხდათ უკრაინის დამცველებს ზაპოროჟიეს რეგიონშიც. მასიური სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ქარაქ კრივი რიჰის მიმართულებითაც. იერიშის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, დაიღუპა სამი მოქალაქე.
