საშემოდგომო სესია დაიხურა
საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის საფუძველზე და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, დეკემბრის მესამე პარასკევს საშემოდგომო სესია, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა. სესიის დახურვას არ დასწრებიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციის ქმედება აჩვენებს მათ დაბალ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და დამოკიდებულებას სახელმწიფოს მიმართ.
