იუსტიციის მინისტრი პარლამენტში
იუსტიციის მინისტრის მოსმენა პარლამენტში 9 საათს გაგრძელდა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, რატი ბრეგაძემ დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ოპოზიციის წარმომადგენლების შეკითხვები, ძირითადად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას ეხებოდა. რატი ბრეგაძემ პოლიტიკოსებს უთხრა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ყველა საჭირო სამედიცინო სერვისს იღებს და მისი ყველა უფლება დაცულია. ხმაურინი განცხადებების შემდეგ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლება, სხდომათა დარბაზი დატოვეს.
