„ქართულმა ოცნებამ“ „ნაცმოძრაობა“ კიდევ ერთხელ ამხილა
ქართულმა სახელმწიფომ რუსეთზე მორიგი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლომ გამოძიება დაასრულა. ფაქტს გამოხმაურებები მოჰყვა საკანონმდებლო ორგანოში. ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ქართველ ხალხს ისტორიული გამარჯვება მიულოცა და იმ უწყებებს, რომლებმაც ამ გამარჯვებაში განსაკუთრებული როლი ითამაშეს მადლობა საჯაროდ გადაუხადა. რა თქვა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და რა გამოხმაურებები მოჰყვა ისტორიულ გამარჯვებას. საბა ხვიჩია გვიერთდება დეტალებით პირდაპირ ეთერში.
