რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება
დოკუმენტი, რომელსაც აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობები მოაწერენ ხელს, ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან. ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია ნათქვამი. რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კოტრო ჩენის სასახლეში ხელმოწერის ცერემონიას ევრო კომისიის პრეზიდენტი დაესწრება.
