პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბუქარესტში
საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ხელს მოაწერს შეთანხმებას „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე. ხელმოწერის ცერემონიას ასევე დაესწრებიან ევრო კომისიის პრეზიდენტი და რუმინეთის პრეზიდენტი. პრემიერ მინისტრი მონაწილეობას მიიღებს პლენარულ სესიაში „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“. ირაკლი ღარიბაშვილს ასევე ექნება მაღალი დონის შეხვედრები. მთავრობის მეთაური რუმინეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.
