ფილარმონიაში ჯემალ სეფიაშვილის 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ბენეფისი - „აღსარება“ - გაიმართა
ღონისძიება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა და მას კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე დაესწრო. კონცერტის ფარგლებში შესრულდა კომპოზიტორის როგორც კარგად ნაცნობი, ისე ახალი ნაწარმოებები, მათ შორის, სოლო სიმღერები და პოპური.
