გამარჯვებული მუნიციპალიტეტების დაჯილდოება
ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის მეხუთე ეროვნული კონფერენცია და გამარჯვებული მუნიციპალიტეტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. პროგრამის მიზანია გამოავლინოს მუნიციპალური სერვისის მიწოდების წარმატებული და ინოვაციური პროექტები და განავრცოს ისინი საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში.
