პროტესტის უკიდურეს ფორმასთან ერთად, "ნაციონალურ მოძრაობაში" მანდატების დატოვების საკითხსაც განიხილავენ
თუმცა განსხვავებულია მოსაზრებები, როდის და რა ფორმით უნდა მოხდეს ეს. ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ მანდატების დატოვებას აზრი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ პარლამენტი ერთპარტიული დარჩება. ამ მიზნით ის ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონსულტაციების დაწყებას აანონსებს.
