ბერლინის ერთ-ერთ სასტუმროში გიგანტური აკვარიუმი გასკდა
ინციდენტის გამო სასტუმრო „რედისონში“ სამაშველო სამსახურის 100-ზე მეტი თანამშრომელია მობილიზებული. 16 მეტრის სიმაღლის აკვარიუმის გასკდომის შემდეგ, მიმდებარე ქუჩა წყლით დაიფარა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
