საფრანგეთში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა
დაღუპულებს შორის 5 ბავშვია. მათი ასაკი 5-დან 15 წლამდე მერყეობს. ხანძარი ქალაქ ლიონთან ახლოს, 7 სართულიან შენობაში ღამის საათებში გაჩნდა. არიან დაშავებულებიც. 7 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ კიდევ დაუდგენელია.
