თურქეთში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად 8 პოლიციელი დაშავდა
აფეთქება ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, დიარბაქირის პროვინციაში მოხდა. ავტომობილში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ-ერთ ავტომაგისტრალზე ამოქმედდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
