ევროკავშირის ლიდერებმა ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს
„ბოსნია-ჰერცეგოვინას დღეს მიენიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს არის ძლიერი სიგნალი ხალხისთვის, მაგრამ ასევე მკაფიო მოლოდინი ახალი ხელისუფლებისგან, რომ განახორციელონ რეფორმები“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.
