რუსეთმა მორიგი მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა უკრაინის ტერიტორიაზე
. აფეთქებების ხმა ისმის კიევში. დაზიანებულია ენერგეტიკული ობიექტები, ქალაქს წყლის მიწოდება შეუწყდა. რუსული რაკეტების სამიზნე გახდა ხარკოვის, ოდესის, სუმის, ზაპოროჟიესა და კიდევ რამდენიმე ოლქი. უკრაინელები რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებით ოკუპანტების იერიშების მოგერიებას ცდილობენ. განგაშია გამოცხადებული ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. მოსახლეობას ხელისუფლება თავშესაფრებში დარჩენას ურჩევს.
