თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი
16-18 დეკემბერს, „ექსპო ჯორჯიას“ მე-4 და მე-5 პავილიონებში, წიგნის საახალწლო ფესტივალი იმართება. წარმოდგენილია წიგნები, როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის. ფესტივალში მონაწილეობს საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა გამომცემელი, ასევე წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაცია, რომლებიც ფესტივალის სტუმრებს ფასდაკლებას სთავაზობენ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის ხელმისაწვდომობას.
