სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2022 წელს 904 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა
მხოლოდ რეგიონებში პროექტების ფონდის დაფინანსებულმა სამუშაოების ღირებულებამ 54 მილიონი ლარი შეადგინა. სენაკის, ხობის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახლემწიფო რწმუნებულთან ერთად გაეცნო.
