მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმე სააპელაციო სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა
გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა რეპლიკის უფლებით ისარგებლებლეს, პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში პირვანდელი ბრალის დადგენას ითხოვს, რაც თანხების უკანონო ლეგალიზაციას გულისხმობს. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატები პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების სრულად გაუქმებას ითხოვენ.
